შეტყობინება პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

ვინ ამუშავებს მონაცემებს

[სკოლის სახელი] (შემდგომში — სკოლა), როგორც დამსაქმებელი, ამუშავებს თანამშრომლების პერსონალურ მონაცემებს ამ HR სისტემაში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

რა მონაცემებს

სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო მონაცემები, განათლება და კვალიფიკაცია, თანამდებობა, შრომითი ხელშეკრულების პირობები და ანაზღაურება, შვებულებები და გაცდენები, სამუშაო დრო და ტაბელი, თქვენ მიერ ან HR-ის მიერ ატვირთული დოკუმენტები.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციიდან (ბიულეტენი, დეკრეტული შვებულება) სისტემა ინახავს მხოლოდ პერიოდსა და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის ცნობას. დიაგნოზი არ ინახება.

რისთვის

შრომითი ურთიერთობის მართვისთვის: ხელშეკრულებები და ბრძანებები, შვებულებები, სამუშაო დროის აღრიცხვა, ჩანაცვლებები, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და სკოლის შიდა კომუნიკაცია.

მოსვლის დაფიქსირება და მდებარეობა

ღილაკზე „მოვედი“ ან „მივდივარ“ დაჭერისას ტელეფონი ერთჯერადად ამოწმებს, სკოლის ტერიტორიაზე ხართ თუ არა. თქვენი კოორდინატები არ ინახება, ინახება მხოლოდ შედეგი: „ტერიტორიაზეა / არ არის“. სხვა დროს თქვენი მდებარეობა არ მოწმდება.

ვინ ხედავს

თითოეული ხედავს მხოლოდ იმას, რაც მის სამუშაოს სჭირდება: თქვენ — საკუთარ მონაცემებს; უშუალო ხელმძღვანელი — თქვენს მოთხოვნებს დასადასტურებლად (ბიულეტენის მიზეზის გარეშე); დირექცია და HR — სრულ ინფორმაციას. პირადი ნომრის ნახვა და მონაცემების ექსპორტი ჟურნალში იწერება.

სად ინახება და რამდენ ხანს

მონაცემები ინახება დაცულ სერვერზე, დაშიფრულად. სამსახურიდან წასვლის შემდეგ პირადი ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და ცნობები იშლება 3 წლის შემდეგ. ბრძანებები და ხელშეკრულებები ინახება კანონით დადგენილი საარქივო ვადით.

თქვენი უფლებები

შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ, მათი გაცნობა, ასლის მიღება, შესწორება, ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წაშლა. მიმართეთ HR-ს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები ირღვევა, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

← სისტემაში დაბრუნება